დასახელება:
საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 02 აგვისტო
|
სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:
"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.
სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
** საგამოცდო ცხრილის შედგენა;
** შუალედური/ბლოკის, დასკვნითი და განმეორებითი გამოცდების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
** სასწავლო კურსების პედაგოგებისგან საგამოცდო საკითხების ნიმუშების, ტესტებისა და ბილეთების გამოთხოვა;
** გამოთხოვილი საგამოცდო მასალის დამუშავება და ელექტრონული მართვის სისტემისათვის შესაბამის ფორმატში მოყვანა;
** შიდა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით, საგამოცდო მასალის ბეჭდვითი მასალის მომზადება;
** გამოცდის დაწყებამდე, სტუდენტებისათვის საგამოცდო პირობებისა და ქცევის წესების გაცნობა;
** საგამოცდო პროცესზე დაკვირვება;
** შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებული სააპელაციო განცხადებების განხილვა და მასზე რეაგირება;
** სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის საქმიანობის მიზნებიდან.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.
სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)
სამუშაო განაკვეთი: სრული (ხუთ სამუშაო დღე)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 4 თვე
ანაზღაურება: 1500 ლარი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე.
დაინტერესებულ კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|