Робота для біженців з України
ტენდერი ვინილის იატაკის დაგების სამუშაოების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ვინილის იატაკის დაგების სამუშაოების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
თანდართული ფაილი: 646258_danarti_9633281.zip
"ავერსის კლინიკა" აცხადებს ავერსი ფიტნესის შენობაში ვინილის იატაკის დაგების სამუშაოების შესყიდვაზე

შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს ქალაქ თბილისში, ალ. ყაზბეგის #16-ში მდებარე ავერსი-ფიტნესის შენობაში ვინილის იატაკის დაგების სამუშაოების შესყიდვაზე.

** ხარჯთაღრიცხვა - დანართი #1;
** აფიდავიტი მოცემულია დანართში #2;
** ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №3;

სამუშაოს შესრულების პირობები:

** სამუშაოების წარმოებისას დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ნორმები.
** მიმწოდებელი კომპანია პასუხისმგებელია გამოყენებული მასალის ხარისხზე.
** სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინოს სამშენებლო მოედნის დასუფთავება.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს/ატვირთოს შემდეგი ინფორმაცია:

** დანართი #1, შევსებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. ხარჯთაღრიცხვა აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას, "ექსელის" ფორმატში;
** სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;
** საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები, მიმწოდებელმა კომპანიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გამოყენებული მასალის ხარისხზე.
** სამუშაოების შესრულების ვადა, სამუშაოები უნდა შესრულდეს არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით 2025 წლის 11 ივლისის 15:00 სთ-მდე უნდა ატვირთონ შემდეგი საბუთები:

** დანართი #1, შევსებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (შედგენილი უნდა იყოს თანდართული ნახაზის შესაბამისად) ხარჯთაღრიცხვა აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას, "ექსელის" ფორმატში;
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;

პრეტენდენტს, დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
** საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
** საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

** ხარისხი;
** ღირებულება;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
** ანგარიშსწორების პირობა;

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს1. შესაბამისად, პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში.

ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

1. ანი მამუჩიშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი ტელ: 5 77 21 77 99
ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge

2. დავით ბოჭორიშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს მშენებლობისა და რემონტის პროექტების კოორდინატორი ტელ: 5 55 44 24 75
ელ.ფოსტა: Davit.Bochorishvili@aversi.ge

3. ნინი ნანავა
"ავერსის კლინიკა"-ს ფიტნეს მიმართულების მენეჯერი ტელ: 571 33 45 25
ელ.ფოსტა: Nini.Nanava@aversi.ge;

1 ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე