დასახელება:
ტენდერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ტრენინგის ჩატარება
|
მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ტრენინგის ჩატარებაზე.
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, ჯვარის სათემო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ტრენინგის ჩატარების მიზნით იწვევს ფიზიკურ/იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტი - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.
მომსახურების მიზანი:
პროექტის "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ტრენინგის ჩატარება ბავშვთა დაცვის სპეციალისტებისთვის.
ტრენინგი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპი: 4 დღიანი ტრენინგი - ქ. ჯვარი, "ჯვარის სათემო განათლების ცენტრი" (პირისპირ), მეორე ეტაპი: ორდღიანი ტრენინგი (ონლაინ).
ტრენერის ძირითადი მოვალეობები:
** შეიმუშაოს პროგრამა, სასწავლო მასალა (პრეზენტაციები, დამხმარე დოკუმენტები) და დეტალური დღის წესრიგი ორივე ეტაპისთვის;
** ჩაატაროს 6-დღიანი ინტერაქტიულო ტრენინგი ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით (4 დღე პირისპირ და 2 დღე ონლაინ);
** უზრუნველყოს მონაწილეთა აქტიური ჩართულობა პრაქტიკული სავარჯიშოების, დისკუსიების, შემთხვევების განხილვისა და როლური სავარჯიშოების გზით;
** მიაწოდოს უკუკავშირი მონაწილეებს სავარჯიშოებისა და დისკუსიების მიმდინარეობისას;
** თითოეული ეტაპის შემდეგ წარადგინოს მოკლე ანგარიში ჩატარებული აქტივობებისა და რეკომენდაციების შესახებ;
** მოამზადოს და ჩაატაროს პრე და პოსტ ტესტები.
სრული ინფორმაცია ტენდერის შესახებ იხილეთ თანდართულ "ტექნიკური პირობებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესახებ (Terms of Reference)" დოკუმენტში. (დოკუმენტი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე გვერდიდან).
სავალდებულო მოთხოვნები:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** მოკლე ტექნიკური წინადადება (სავარაუდო დღის წესრიგი და მეთოდოლოგია);
** CV;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** შესავსები უწყისი - ხარჯთაღრიცხვა.
ინდივიდუალური/მცირე მეწარმის სტატუსის არსებობის შემთხვევაში:
** სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
** მცირე ბიზენსის სტატუსის სერტიფიკატი შემოსავლების სამსახურიდან.
ფასის განაცხადი:
** მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ორ ეტაპად: 4-დღიანი პირისპირ ტრენინგის ჩატარებისა და ანგარიშის წარდგენის შემდეგ და 2-დღიანი ონლაინ ტრენინგის ჩატარებისა და საბოლოო ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 6 ივლისი.
საკონსკურსო განაცხადის დეტალების შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 591 15 89 71 - მანანა ომარაშვილი (პროექტის მენეჯერი).
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge
გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ტრენინგი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე".
|
|
|
|