დასახელება:
ფსიქოლოგი
|
მომწოდებელი:
თბილისის თავისუფალი სკოლა
|
გამოქვეყნდა: 25 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
შპს "თბილისის თავისუფალი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-16:00
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ორჯერადი კვება
ფუნქცია-მოვალეობები:
** თვალყურს ადევნებს აღსაზრდელის სრულყოფილ ფსიქიკურ განვითარებას ყოველ ასაკობრივ საფეხურზე, რისთვისაც ატარებს სათანადო მუშაობას მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან და დირექციასთან
** ხელს უწყობს პირველკლასელთა სასკოლო გარემოსთან ადაპტაციას, ამოწმებს მათ სასკოლო მზაობას და შესაბამის რეკომენდაციას აძლევს სკოლის დირექტორსა და მშობელს
** იკვლევს მოსწავლის აკადემიური ჩამორჩენისა და სოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და კომპეტენციის ფარგლებში, უწევს შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას
** ხელს უწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ჯანსაღი ფსიქოლოგიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას
** შეიმუშავებს რეკომენდაციებს კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრისა და აღმოფხვრისათვის. ასრულებს მედიატორის როლს
** იკვლევს იმ მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს, რომელთაც აქვთ რთული გამოწვევები სასწავლო პროცესთან ადაპტაციისას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს არსებული გამოწვევების გადასაჭრელად
** ატარებს ფსიქოლოგის გაკვეთილს
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზრუნავს სკოლაში ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგის კვალიფიკაცია.
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სკოლაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული და პროფესიული უნარები:
** პრობლემების იდენტიფიცირება
** მზრუნველობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობა
კონკურსის ეტაპები:
** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი სკოლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://free.edu.ge/
https://www.facebook.com/TbilisiFreeSchool
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@free.edu.ge 2025 წლის 5 ივლისამდე.
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სკოლამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|