« ყველა ვაკანსია
 

თბილისის თავისუფალი სკოლა

 

თბილისის თავისუფალი სკოლა მდებარეობს კახა ბენდუქიძის კამპუსში, რომელიც აერთიანებს საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებს - თავისუფალს და აგრარულს.

სკოლა შეიქმნა, 2018 წელს, ცოდნის ფონდთან პარტნიორობით და მისი აქტიური მხარდაჭერით. მისი შექმნის იდეა რეალობად აქციეს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში გამოცდილება-მიღებულმა კადრებმა, რომლებმაც ერთხელ უკვე შექმნეს საქართველოს განათლების სისტემაში საუკეთესო ფაკულტეტი - მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლა (MACS).

თბილისის თავისუფალი სკოლის მიზანია აღზარდოს თავისუფლად მოაზროვნე, ცოდნით აღჭურვილი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

ამ მიზნის მისაღწევად არჩეულია სწავლების თანამედროვე მეთოდები და შერჩეულია მაღალკვალიფიციური პედაგოგები. სწავლება არის მოსწავლეზე ორიენტირებული და ითვალისწინებს თითოეულის უნარებსა და საჭიროებებს, ეს ყველაფერი კი ხდება ქალაქის ხმაურისგან მოშორებულ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში.
 
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით
გადაიტანე Facebook-ზე