დასახელება:
ტენდერი მოტივაციური ინტერვიუირების ტრენინგის ჩატარებაზე
|
მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
გამოქვეყნდა: 24 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
თანდართული ფაილი:
644715_MI___TOR_8734164.zip
|
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს მოტივაციური ინტერვიუირების ტრენინგის ჩატარებაზე
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", ჯვრის სათემო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, მოტივაციური ინტერვიუირების ტრენინგის ჩატარების მიზნით იწვევს ფიზიკურ/იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტი - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.
მომსახურების მიზანი:
** პროექტის "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, მოტივაციური ინტერვიუირების ტრენინგის ჩატარება ბავშვთა დაცვის სპეციალისტებისთვის.
** ტრენინგი ჩატარდება სამ ეტაპად: 2025 წლის ივლისში, სექტემბერსა და ოქტომბერში.
** ტრენინგები ჩატარდება პირისპირ, ქალაქ ჯვარში, "ჯვრის სათემო განათლების ცენტრში".
ტრენერის ძირითადი მოვალეობები:
** შეიმუშაოს პროგრამა და დეტალური დღის წესრიგი სამივე ეტაპისთვის;
** მოამზადოს სავარჯიშოების დროს გამოსაყენებელი დასარიგებელი მასალა;
** ჩაატაროს 12-დღიანი ინტერაქტიურო ტრენინგი ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
** თითოეული ეტაპის შემდეგ წარადგინოს მოკლე ანგარიში ჩატარებული აქტივობებისა და რეკომენდაციების შესახებ;
** მოამზადოს და ჩაატაროს პრე და პოსტ ტესტები.
** სრული ინფორმაცია ტენდერის შესახებ იხილეთ თანდართულ "ტექნიკური პირობებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესახებ (Terms of Reference)" დოკუმენტში. (დოკუმენტი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე გვერდიდან).
სავალდებულო მოთხოვნები:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** მოკლე ტექნიკური წინადადება (სავარაუდო დღის წესრიგი და მეთოდოლოგია);
** CV;
** სერტიფიკატი MI-ის სწავლების უფლებასთან დაკავშირებით;
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** შესავსები უწყისი - ხარჯთაღრიცხვა
ინდივიდუალური/მცირე მეწარმის სტატუსის არსებობის შემთხვევაში:
** სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
** მცირე ბიზნესის სტატუსის სერტიფიკატი შემოსავლების სამსახურიდან.
ფასის განაცხადი:
** მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;
თანხის გადახდის პირობები:
** მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, სამ ეტაპად: 4 დღიანი ტრენინგის ჩატარებისა და ანგარიშის წარდგენის შემდეგ 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 6 ივლისი
საკონკურსო განაცხადის დეტალების შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 591 15 89 71 - მანანა ომარაშვილი (პროექტის მენეჯერი).
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge
გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "მოტივაციური ინტერვიუირების ტრენინგი".
|
|
|
|