დასახელება:
საველე ფანდრაიზერი - დონაციების მოძიების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
გამოქვეყნდა: 23 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" " Impact Fund 4 Children" პროექტის ფარგლებში, აცხადებს საველე ფანდრაიზერის ვაკანსიას
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ვაკანტური ადგილი: 4
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (კვირაში 20 საათი)
მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 სამუშაო საათი 12:00-19:00 შუალედში
საქმიანობის ძირითადი მიზანი: პირისპირი კომუნიკაციის გზით პოტენციური დონორების მოზიდვა და მათი გრძელვადიანი პერსპექტივით შენარჩუნება.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** საჯარო და კერძო სივრცეებში (ქუჩაში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებთან) პირისპირ კომუნიკაციის გზით რეგულარული შემომწირველების მოძიება;
** შემომწირველების დაინტერესება, ბრენდის გაცნობა, მოლაპარაკება და მათი ვებგვერდზე რეგისტრაცია;
** შემომწირველებთან გრძელვადიანი პარტნიორობის დამყარება და შენარჩუნება;
** ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია;
** ყოველდღიური ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან
როგორი იქნება შენი სამუშაო დღე?
** იქნები იქ, სადაც ხალხია — ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებთან თუ სხვა;
** ადამიანებს გააცნობ ორგანიზაციის მისიას და მოუყვები, რატომ და როგორ უნდა გახდნენ ჩვენი დონორები;
** შენი მთავარი ამოცანაა, ადამიანებს შთააგონო, რომ გახდნენ რეგულარული დონორები და ამით, ბავშვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ
სავალდებულო მოთხოვნები:
** ტრენინგის გავლის მზაობა;
** ეფექტური და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
** ადამიანებთან მარტივად კონტაქტის დამყარებისა და მათთან ურთიერთობის უნარი;
** ნდობის მოპოვების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** "SOS ბავშვთა სოფლის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და CV ელფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
|
|
|
|