დასახელება:
ტენდერი ფასადის აგურების შეცვლის/შეღებვის მომსახ. შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
გამოქვეყნდა: 20 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივნისი
|
ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია აცხადებს ტენდერს შენობა ნაგებობებზე დაზიანებული ფასადის აგურების შეცვლისა და კარნიზების შეკეთება/შეღებვის მომსახურების შესყიდვაზე.
ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის შენობა ნაგებობებზე დაზიანებული ფასადის აგურების შეცვლის და კარნიზების შეკეთება/შეღებვის მომსახურების შესყიდვაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ.
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე, ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის შენობა ნაგებობებზე:
** დაზიანებული ფასადის აგურების მოხსნა და ახალი, შესაბამისი აგურით ჩანაცვლება - 6000 ცალი
** შენობა ნაგებობებზე სახურავის ქვედა და ფანჯრის ზედა დაზიანებული კარნიზების შეკეთება/შეღებვა (ხარისხიანი საღებავით) - 60 მ2
მომსახურების გაწევის პერიოდი: 2025 წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე,
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის #4.
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ - "ფასადის აგურის შეცვლა" ეს-ო- ეს
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 27 ივნისი, 13:00 სთ.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის - #4.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
|
|
|
|