Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=643749&print=yes&view=jobs
 
ქოლგეითის ბრენდის მერჩენდაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლგეითის ბრენდის მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"შარმ ტრეიდინგი" ეს არის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.

დღეის მდგომარეობით "შარმ ტრეიდინგი" მსხვილი პარტნიორების პორტფელების ქვეშ ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში. კომპანიის პორტფელი ექსკლუზიურად მოიცავს ისეთ ბრენდებსა და კორპორაციებს, როგორიც არის: Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლგეითის ბრენდის მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, გენერალ აბაშიძის 18
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00
ანაზღაურება: 900 ლარი ფიქსირებული + 100 ლარი ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება.
** სავაჭრო ობიექტებში არსებული ნაშთების კონტროლი.
** სარეკლამო მასალის ეფექტური გამოყენება.
** ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება დადგენილი წესით და ფორმატით.

რას გთავაზობთ?

** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
** უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV: g.sikharulidze@sharmtrading.ge ან დაგვიკავშირდი 599 799 971

სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ქოლგეითის ბრენდის მერჩენდაიზერი".

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია