Робота для біженців з України
ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სან პეტროლიუმ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 19 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
"გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - "სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე.
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქციები:

** მონაცემების მიღება და დამუშავება სხვადასხვა წყაროებიდან . დამუშავებული ინფორმაციის ანალიზი და ვიზუალიზაცია. საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა (რეკომენდაციების მიცემა).
** ყოველდღიური და ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** ყოველთვიურად სხვადასხვა ბონუსების დათვლა.
** ბიზნეს პროცსების ანალიზი და გაუმჯობესება.
** აქციების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, მიმდინარე აქციების კონტროლი და ანალიზი.
** არსებული და ახალი ბიზნეს-პროცესების ანალიტიკური მხარდაჭერა, ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკური დავალებების შემუშავება და შესრულების პროცესის მონიტორინგი.
** რელაციურ მონაცემთა ბაზასთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ზუსტი მეცნიერებების (მათემატიკა ან ფიზიკა) მიმართულებით;
** პროგრამა Excel-სა და MS office მაღალ დონეზე ცოდნა;
** Power Bi - საბაზისო დონეზე ცოდნა .
** გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: career@gulf.ge 2023 წლის 27 ივლისამდე. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი".

შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;

ანიჭებთ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიაში" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე