« ყველა ვაკანსია
 

Gulf Georgia

 
Gulf Georgia

"Gulf Georgia" ლიდერი ნავთობკომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც საწვავის ხარისხითა და მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევა. 2010 წლის მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" წარმოადგენს.

მსოფლიო ბრენდი 1901 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა. დღეისთვის "Gulf Oil International" უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების დისტრიბუციას 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა მსოფლიო ბაზარზე.

"Gulf Georgia" 140 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით, მათგან 43 თბილისში მდებარეობს. საწვავის იმპორტს კომპანია ევროპის საუკეთესო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან აწარმოებს და ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. "გალფის" ავტოგასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე აღჭურვილობითა და დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული ინოვაციური ტექნოლოგიებით.

"გალფი" წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელს საქართველოში. კომპანიაში დღეს 1300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ძლიერი გუნდი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად ის ყოველთვის ორიენტირებულია ძლიერი კადრების მოზიდვაზე.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.gulf.ge

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
გაყიდვების მენეჯერი - თელავი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში რეგიონალური განცხადებები ხელფასიანი Gulf Georgia Gulf Georgia 08 აგვისტო 20 აგვისტო
მოლარე-კონსულტანტი - კახეთი რეგიონალური განცხადებები Gulf Georgia სან სთორზი 27 ივლისი 27 აგვისტო
კლიენტთა მომსახურების ოპერატორი - კახეთი რეგიონალური განცხადებები Gulf Georgia სან პეტროლიუმ ჯორჯია 27 ივლისი 27 აგვისტო
მოლარე-კონსულტანტი - თელავი რეგიონალური განცხადებები Gulf Georgia სან სთორზი 22 ივლისი 22 აგვისტო
გადაიტანე Facebook-ზე