დასახელება:
გაყიდვების გუნდის ლიდერი
|
მომწოდებელი:
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია სენდო
|
გამოქვეყნდა: 19 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივლისი
|
ჩვენს შესახებ: ჩვენ ვართ ლოჯისტიკური/საერთაშორისო გადაზიდვის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია საერთაშორისო გადაზიდვებში საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზით. კომპანიის მისიას წარმოადგენს - მიაწოდოს კლიენტებს საიმედო მომსახურება განსაკუთრებული საფასო სეგმენტის და სწორი ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების შეთავაზებით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ლიდერის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ: გაყიდვების სუპერვაიზერი პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო ლოგისტიკური მომსახურების გაყიდვების ხელმძღვანელობასა და წარმართვაზე, გაყიდვების გუნდის მართვაზე, კლიენტებთან ურთიერთობების გაღრმავებასა და დაგეგმილი გაყიდვების შესრულებაზე.
მდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #240
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ინდუსტრია: ლოჯისტიკა/საერთაშორისო გადაზიდვები
სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი (საერთაშორისო გადაზიდვების გაყიდვების მიმართულებით)
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მართვა
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განხილვა და შემუშავება.
** არსებული პორთფელის მართვა და კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება.
** გაყიდვების წარმომადგენლების გუნდის მართვა და მხარდაჭერა.
** ყოველთვიური და კვარტალური გაყიდვების გეგმების შესრულება.
** შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკება კლიენტებთან.
** ოპერაციების გუნდთან კოორდინაცია გადაზიდვების შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად.
** გაყიდვებთან დაკავშირებული რეპორტინგის წარმოება.
** გაყიდვებთან დაკავშირებული სისტემების ოპტიმიზაციაში ჩართულობა
კვალიფიკაცია და უნარები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ლოჯისტიკის და/ან მსგავსი მიმართულებით.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვის/ლოჯისტიკური გაყიდვების მიმართულებით.
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები.
** გუნდის მართვის უნარი
** ინკოტერმსის, საბაჟო რეგულაციებისა და გლობალური გადაზიდვის პროცედურების ცოდნა.
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ საბაზისო ხელფასს (2500+3000 ლარი) + ბონუსს გაყიდვებიდან.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
** დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - career@sendo.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების სუპერვაიზერი.
რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს სენდოს მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, ინტერვიუზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 [სამი] თვის ვადით.
აქვე გაცნობებთ რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
|
|
|
|