Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=642634&print=yes&view=jobs
 
მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა: პარტნიორთა ინტერესის კვლევა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა: პარტნიორთა ინტერესის კვლევა
მომწოდებელი: მშვიდობის კორპუსი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"მშვიდობის კორპუსი" წარმოადგენს მოხალისეების, საზოგადოების წევრების, მასპინძელი ქვეყნის პარტნიორებისა და თანამშრომლების საერთაშორისო ქსელს. მშვიდობის კორპუსი, ა.შ.შ.-ის ერთ-ერთი ფედერალური სააგენტოა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მოწვევით, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები მუშაობენ თემის წევრებთან ერთად ადგილობრივ პრიორიტეტულ პროექტებზე ცოდნის გაზიარებისა და განვითარების მიზნით.

მშვიდობის კორპუსის მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა გიწვევთ სამომავლო თანამშრომლობის ინტერესის მოკვლევაში მონაწილეობის მისაღებად. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის სამინისტროებს, სსიპ-ებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, პროფესიულ ასოციაციებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, პროფესიულ კავშირებს და საინიციატივო ჯგუფებს. გამოკითხვის შევსებას დაახლოებით 5-7 წუთი დასჭირდება. გამოკითხვაში მონაწილეობის საბოლოო ვადაა 2025 წლის 30 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია:

აშშ-ს მშვიდობის კორპუსის მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამამ შეიმუშავა ტალანტების მართვისა და კვალიფიკაციების ჩარჩო, რომელიც მოიცავს 20 სპეციალიზაციას ექვსი სხვადასხვა სექტორიდან. ორგანიზაციებს/სასწავლო დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ ჩამოთვლილი სპეციალიზაციის მქონე მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისე 2026 წლისთვის.

გთხოვთ, გაეცნოთ სპეციალობების ჩამონათვალს (თითოეულის შესაბამისი კვალიფიკაციები მოცემულია კითხვარში ბმულით მითითებულ დოკუმენტში) და ერთიდან სამამდე სპეციალობა, რომელიც ფიქრობთ, რომ შეესაბამება თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებს. გამოკითხვაში გთხოვთ მიუთითოთ თქვენი ორგანიზაციის/სასწავლო დაწესებულების დასახელება, მდებარეობა, საკონტაქტო ინფორმაცია, პერსონალის რაოდენობა და ინგლისური ენის სამუშაო დონეზე მცოდნე პერსონალის რაოდენობა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ესაა პირველადი გამოკითხვა, რაც პარტნიორების მხრიდან ზოგადი ინტერესის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება, ხოლო მოხალისის მოთხოვნით განაცხადების მიღების პროცესი შემოდგომაზე დაიწყება.

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ აღნიშნულ ბმულზე: https://forms.gle/usg67UtMS5MHTTX57

შენიშვნა მონაცემთა დაცვაზე: გამოკითხვაში მითითებულ ინფორმაციასთან წვდომა ექნება მხოლოდ მშვიდობის კორპუსის პროგრამის თანამშრომლებს და მშვიდობის კორპუსი მონაცემებს მესამე მხარესთან არ გააზიარებს

მოხალისეთა სპეციალობების ჩამონათვალი:

** გარემოსდაცვითი მენეჯმენტის/ადაპტაციის სპეციალისტი
** აგროტურიზმისა და პროგრამირების მრჩეველი
** სოფლის მეურნეობის განვითარების სპეციალისტი
** ახალგაზრდების განვითარების სპეციალისტი
** თემის მობილიზაციის სპეციალისტი
** მოზარდთა ჯანმრთელობის სპეციალისტი
** მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სპეციალისტი
** ოკუპაციური თერაპევტი
** ფიზიკური თერაპიის სპეციალისტი/რეაბილიტოლოგი
** ჯანდაცვის მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიტიკის სპეციალისტი/ანალიტიკოსი
** სასწავლო გეგმის განვითარების სპეციალისტი
** ელექტრონული სწავლების/ციფრული სწავლების სპეციალისტი
** STEM/STEAM განათლების სპეციალისტი/მხარდაჭერის სპეციალისტი/მასწავლებელ-ტრენერი
** სპეციალური განათლების ექსპერტი
** ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
** მენეჯმენტისა და ორგანიზაციული გაძლიერების სპეციალისტი
** ფონდების მოზიდვისა და შემოსავლის გენერირების მრჩეველი
** მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის მრჩეველი
** კომუნიკაციებისა და მარკეტინგის სპეციალისტი
** ტურიზმის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია