დასახელება:
უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა
|
მომწოდებელი:
ამერიკული საბჭოები
|
გამოქვეყნდა: 10 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა - მონაწილეთა შერჩევა
ამერიკული საბჭოები აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით აცხადებს "უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის" (UCBP) ახალ ეტაპს იურიდიული ან/და ტექნოლოგიების ფაკულტეტების, კვლევისა და გრანტების ოფისების წარმომადგენლებისთვის საქართველოს უნივერსიტეტებიდან.
პროგრამა ითვალისწინებს ორკვირიან სასწავლო ვიზიტს აშშ-ის უნივერსიტეტებში (2025 წლის ნოემბერი) და ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტებს საქართველოში (2025 წლის დეკემბერი - 2026 წლის მარტი)
პრიორიტეტული თემებია: სამართლებრივი კვლევა, ლიგალტექი, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული და/ან ტექნოლოგიების ფაკულტეტების წარმომადგენლებს, ასევე კვლევის განვითარების და საგრანტო ოფისების თანამშრომლებს, რომლებიც გამოირჩევიან ინგლისური ენის ძლიერი უნარებით და აქვთ მკაფიო მოტივაცია ინსტიტუციური კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული უნივერსიტეტიდან მიიღება მხოლოდ ერთი აპლიკაცია, სადაც ორი კანდიდატი იქნება წარდგენილი. აპლიკაციის შესავსებად დაგჭირდებათ რექტორის მხარდაჭერის წერილი
განაცხადის ვადა: 2025 წლის 15 ივნისი | 23:50 (თბილისის დროით) / 15:50 (აშშ-ის აღმოსავლეთის დროით)
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით აქ: https://ais.americancouncils.org/ucbp
|
|
|
|