დასახელება:
პროგრამა EU-link ქართული SME-ების მხარდასაჭერად
|
მომწოდებელი:
გაეროს განვითარების პროგრამა
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივლისი
|
თანდართული ფაილი:
639199_EU_Link_Programme_01_06_2025___6564737.zip
|
მცირე და საშუალო საწარმოების (SME) მხარდასაჭერად იწყება ახალი პროგრამა "EU-link", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ბიზნესების დაკავშირებას პოტენციურ მყიდველებთან, პარტნიორებთან და/ან ინვესტორებთან ევროკავშირის პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, SME-ები მიიღებენ მხარდაჭერას მათთვის სასურველი დარგობრივი ექსპერტებისა და სხვა სახის კონსულტანტების დასაქირავებლად ევროკავშირში. აღნიშნული კონსულტანტები დაეხმარებიან ბენეფიციარებს:
** პროდუქცია ან/და მომსახურება შესთავაზონ ახალ სამომხმარებლო ბაზრებს ევროკავშირში;
** მოიძიონ უცხოელი პარტნიორები;
** მიიღონ სასურველი ინფორმაცია სამიზნე საექსპორტო ქვეყნების შესახებ, მათ შორის ინფორმაცია ტენდენციების, მარკეტინგული შესაძლებლობების, სამართლებრივი და კულტურული ბარიერების შესახებ.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რამდენჯერმე გამოცხადდება ღია კონკურსი და თითოეული კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 10-15 ბენეფიციარი SME.
თანადაფინანსების მოცულობა - საკონსულტაციო მომსახურების სრული ღირებულების 70%, თუმცა არაუმეტეს $3, 500 ერთ ბენეფიციარზე. პროგრამის დეტალური აღწერა და პრეზენტაცია (ინგლისურ და ქართულ ენებზე) მოცემულია თანდართული ფაილების სახით.
დაინტერესებულმა SME-ებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ გვერდზე https://forms.gle/jDNUvxMPgEdjR5e19
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისი.
ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) პროექტის "წვდომა საექსპორტო ბაზრებზე" მიერ.
განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: kristine.meparishvili@undp.org; +995 511 137 134 (ქრისტინე მეფარიშვილი)
|
|
|
|