Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი - კონტენტი და ციფრული მარკეტინგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი - კონტენტი და ციფრული მარკეტინგი
მომწოდებელი: პაშა ბანკი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"პაშა ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარკეტინგის სპეციალისტი - კონტენტი და ციფრული მარკეტინგი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი

ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!

ჩვენ დაგახვედრებთ:

** საერთაშორისო, გამოცდილ და მეგობრულ გუნდს
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას თქვენთვის და ოჯახის წევრებისთვის
** პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობას
** ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერას

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

კონტენტ სტრატეგია და განვითარება

** კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება, რათა ხელი შეუწყოს ჩართულობის ზრდას, ლიდების დაგენერირებას და მხარი დაუჭიროს ბანკის საერთო მარკეტინგულ მიზნებს
** სხვადასხვა ციფრული არხებისთვის მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა, მათ შორის ბანკის ვებსაიტის, ბლოგის, სოციალური მედიის პლატფორმებისთვის, ელექტრონული ფოსტის ნიუსლეთერებისთვის, რათა ხელი შეუწყოს კორპორატიული კლიენტების ცნობიერების ამაღლებას

ციფრული მარკეტინგის ოპტიმიზაცია

** SEO-სთვის კონტენტის ოპტიმიზაცია, მათ შორის საკვანძო სიტყვების კვლევა, on-page ოპტიმიზაცია და link building strategies, რათა გაუმჯობესდეს ორგანული ხილვადობა და გაიზარდოს ტრაფიკი ბანკის ციფრულ არხებში
** ბანკის სოციალური მედიის მართვა, მათ შორის კონტენტის შექმნა, დაგეგმვა, მონიტორინგი და საზოგადოების ჩართულობა, ბრენდის ცნობადობის გაზრდისა და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით

ციფრული მარკეტინგული აქტივობების ანალიზი

** KPI-ებისა და მეტრიკების მონიტორინგი და ანალიზი, როგორიცაა ვებ - გვერდის ტრაფიკი, ჩართულობისა და კონვერსიის მაჩვენებლები და ROI, კონტენტისა და ციფრული მარკეტინგის ინიციატივების ეფექტურობის გასაზომად და გასაუმჯობესებელი მიმართულებების დასადგენად
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზის ჩატარება კონტენტის ხარვეზების, ინდუსტრიის ტრენდების დასადგენად და კონტენტის სტრატეგიისათვის ინსაითების გამოსაყენებლად
ინდუსტრიის ცოდნა და შესაბამისობა
** ინდუსტრიის სიახლეების, ციფრული მარკეტინგის ტრენდებისა და საუკეთესო პრაქტიკების მუდმივი გაცნობა. ახალი ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების გამოყენება ბანკის ციფრული არხების გასაუმჯობესებლად
** მარეგულირებლის მოთხოვნებსა და ბრენდის გაიდლაინებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სრული კონტენტისა და ციფრული მარკეტინგული აქტივობების ჭრილში; ბანკის რეპუტაციის შენარჩუნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, კომუნიკაციებში, ჟურნალისტიკაში ან მათთან გათანაბრებულ დარგში; შესაბამისი სერტიფიცირების ქონა (მაგ. Google Analytics) ჩაითვლება უპირატესობად
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება კონტენტ მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, ან მსგავსი მიმართულებით, სასურველია საბანკო, ან ფინანსური სერვისების ინდუსტრიაში
** უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის მინიმუმ C1-Advanced დონეზე ცოდნა;
** ტექნიკური ცოდნა და უნარები: წარმატებული მარკეტინგული კონრენტის შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება სხვადასხვა ციფრულ არხში, რაც ზრდის მომხმარებელთა ჩართულობას, აგენერირებს ლიდებს და მხარს უწერს ბიზნეს მიზნებს; კონტენტის მართვის სისტემებში (CMS), იმეილ მარკეტინგის პლატფორმებთან, სოციალური მედიის ინსტრუმენტებსა და ანალიტიკურ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კრეატიული აზროვნება და რთული ფინანსური კონცეფციების მკაფიო, ლაკონური და საინტერესო შინაარსის თარგმნის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემების ინტერპრეტაციის, ამოღებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი მარკეტინგული მუშაობის ოპტიმიზაციისთვის
** პროექტის მართვის უნარი, პრიორიტეტების დასახვის, დროის მართვისა და მულტიფუნქციურ გუნდებთან ეფექტურად მუშაობის უნარებთან ერთად
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ხარისხისა და სიზუსტის გათვალისწინებით
** მაღალი ტემპისა და განსაზღვრული დედლაინების მქონე გარემოში განვითარების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: career@pashabank.ge. სათაურის ველში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე