Робота для біженців з України
ტენდერი: კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი: კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
თანდართული ფაილი: 637638_SOS_Childrens_Village___RFQ____Computer_Equipment_List_2546696.zip
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს კომპიუტერული ტექნიკის მომწოდებელ კომპანიებს, კომპიუტერული ტექნიკის შეძენის მიზნით, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი საქონლის ჩამონათვალისა და რაოდენობების ამსახველი დოკუმენტის (აღჭურვილობის ჩამონათვალი-შესავსები) ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებგვერდიდან. საქონლის სრული ღირებულების გადახდა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ფინანსური დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედდებული და ანფარიშფაქტურა) წარმოდგენის შემდეგ (მაქსიმუმ ხუთი დღის ვადაში).

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები, უახლესი ამონაწერი რეესტრიდან);
** შევსებული უწყისი - ხარჯთაღრიცხვა (შენიშვნა: ერთეულის ფასი წარმოდგენილ უნდა იქნას დღგს-ს ჩათვლით).
** პროდუქტის კონკრეტული მოდელი და P/N
** ნოუთბუქებზე საგარანტიო სერვისი უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 3 წელი.
** მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს MAF ფორმა შემოთავაზებულ ტექნიკაზე.
** უპირატესობა მიენიჭება HP პროდუქციას.

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, სატენდერო წინადადება გამოაგზავნოთ contact@sos-kd.ge ელ.ფოსტაზე და სათაურში მიუთითოთ "კომპიუტერული ტექნიკა".

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 5 ივნისი, 15:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზირი 11ა, თბილისი, 0160

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: contact@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე