Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=636990&print=yes&view=jobs
 
ტენდერი: ფასადის აგურების შეცვლა, კარნიზის შეკეთება/შეღებვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი: ფასადის აგურების შეცვლა, კარნიზის შეკეთება/შეღებვა
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 27 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
"ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია აცხადებს ტენდერს შენობა-ნაგებობებზე დაზიანებული ფასადის აგურების შეცვლისა და კარნიზების შეკეთება/შეღებვის მომსახურების შესყიდვაზე

ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის შენობა ნაგებობებზე დაზიანებული ფასადის აგურების შეცვლის და კარნიზების შეკეთება/შეღებვის მომსახურების შესყიდვაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ.

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე, ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის შენობა ნაგებობებზე:

1. დაზიანებული ფასადის აგურების მოხსნა და ახალი, შესაბამისი აგურით ჩანაცვლება - 6000 ცალი
2. შენობა ნაგებობებზე სახურავის ქვედა და ფანჯრის ზედა დაზიანებული კარნიზების შეკეთება/შეღებვა (ხარისხიანი საღებავით) - 60 მ2

მომსახურების გაწევის პერიოდი: 2025 წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე,
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის #4.

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ - "ფასადის აგურის შეცვლა" ეს-ო-ეს

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 09 ივნისი, 13:00 სთ.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის - #4.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია