დასახელება:
ტენდერი მცირე საოჯახო ტიპის სახლის სარემონ. მომს. შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
გამოქვეყნდა: 27 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
თანდართული ფაილი:
636916_SOS_6244931.zip
|
ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია აცხადებს ტენდერს ქუთაისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის სარემონტო მომსახურების შესყიდვაზე.
ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ქუთაისის (მის: დადიანის ქ. #17) მცირე საოჯახო ტიპის სახლის სარემონტო მომსახურების უზრუნველსაყოფად.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) შესაბამისი რეკომენდაციით;
თანხის გადახდის პირობები: მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში
მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე, ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის მცირე საოჯახო ტიპის სახლის სარემონტო სამუშაოები:
** კედლებზე დაზიანებული თაბაშირ-მუყაოს ჩაკერება- 10 მ2;
** ძველი შპალერის მოხსნა და ახალი შპალერის გაკვრა - 180 მ2
** ლამინირებული იატაკის შეცვლა (ხარისხიანი მასალით) თავისი პლინტუსებით - 52 მ2
** ჭერების კოსმეტიკური შეღებვა - 130 მ2
** დაზიანებული მ.დ.ფ. კარებების შეცვლა თავისი საკეტებით - 5 ცალი;
** მეტალო პლასტმასის ფანჯრების შეკეთება;
** არსებული შიდა კიბის შეღებვა - 18მ2
** სამშენებლო ნარჩენების გატანა;
** გაუთვალისწინებელი ხარჯები;
მომსახურების გაწევის პერიოდი: 2025 წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე.
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ქუთაისი, შალვა დადიანის ქუჩა #17
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ: "მცირე საოჯახო ტიპის სახლის რემონტი"
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 06 ივნისი 12:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი,
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
|
|
|
|