Робота для біженців з України
ტენდერი რეაბილიტაციის ცენტრის სარემონტო სამუშაოებზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი რეაბილიტაციის ცენტრის სარემონტო სამუშაოებზე
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
თანდართული ფაილი: 636343_tenderi_2205323.zip
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს ავერსის კლინიკის რეაბილიტაციის ცენტრის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს/ატვირთოს შემდეგი ინფორმაცია:

** ხარჯთაღრიცხვა, რომლებშიც უნდა იშიფრებოდეს ხელფასისა და მასალის ღირებულება (დარიცხვების გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი, ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად);
** სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;
** საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები;
** სამუშაოების შესრულების ვადა, სამუშაოების შესრულების გრაფიკი.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის https://etenders.ge/-ს საშუალებით 2025 წლის 28 მაისს, 15:00 სთ-მდე უნდა ატვირთონ შემდეგი საბუთები:

** შევსებული ხარჯთაღრიცხვა/მოცულობა
** ხელმოწერილი აფიდავიტი (დანართი #2);
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
** ბოლო 2 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;

პრეტენდენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
** საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (დადასტურებული სველი ბეჭდით და ხელმოწერით) კომპანიის რეკვიზიტების შესახებ;

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შპს "ავერსის კლინიკა"-ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სიის, არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა, აფიდავიტისა, ხარჯთაღრიცხვასა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.
შემსყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ.

თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ (ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ (ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

** ხარისხი;
** ღირებულება;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
** ანგარიშსწორების პირობა;

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს შესაბამისად, პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში.
ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან:
1. დავით ბოჭორიშვილი"ავერსის კლინიკა"-ს მშენებლობისა და რემონტის პროექტების კოორდინატორი ტელ: 5 55 44 24 75 ელ.ფოსტა: Davit.Bochorishvili@aversi.ge
2. ანი მამუჩიშვილი "ავერსის კლინიკა"-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი ტელ: 5 77 21 77 99 ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე