დასახელება:
ტენდერი 3 დღიანი საკონფერენციო/სასტუმრო მომსახ. შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
ტენდერი 3 დღიანი საკონფერენციო და სასტუმრო მომსახურების შესყიდვაზე
ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში იწვევს იურიდიულ პირებს სასტუმროს, კვებითი და საკონფერენციო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
"SOS Children`s Villages Inetrnational" წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.
მომსახურების მიზანია:
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 3 დღიანი სამუშაო შეხვედრებისთვის სასტუმროს, საკონფერენციო და კვებითი მომსახურების გაწევას 2025 წლის 13, 14 და 15 აპრილს 22 მონაწილისთვის.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
მცირე და დიდი ზომის საკონფერენციო დარბაზი/ოთახები სამუშაო შეხვედრებისთვის
** 2025 წლის 13 აპრილს - 14:00 - 18:00 საათებში ერთი საკონფერენციო დარბაზი 22 მონაწილისთვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, გასაშლელი ეკრანით, ლეპტოპით, სადემონსტრაციო დაფით და ამისთვის საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფით, სტანდარტული ზომის 4 მაგიდა და 22 სკამი.
** 2025 წლის 14 აპრილი:
** 10:00 - 18:00 საათებში ერთი საკონფერენციო დარბაზი 22 მონაწილისთვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, გასაშლელი ეკრანით, ლეპტოპით, სადემონსტრაციო დაფით და ამისთვის საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფით, სტანდარტული ზომის 4 მაგიდით და 22 სკამით.
** 14:00 - 18:00 საათებში ოთხი მცირე ზომის ოთახები 5-6 მონაწილისთვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს 2 მაგიდით და სკამებით. აგრეთვე, თითოეულ ოთახში დაიდგას ერთი სადემონსტრაციო დაფა;
** 2025 წლის 15 აპრილი - 10:00 - 12:00 საათებში ერთი საკონფერენციო დარბაზი 22 მონაწილისთვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, გასაშლელი ეკრანით, ლეპტოპით, სადემონსტრაციო დაფით და ამისთვის საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფით, სტანდარტული ზომის 4 მაგიდით და 22 სკამით.
** 22 მონაწილისთვის კვებითი მომსახურება (სადილით და ორი მცირედი წახემსებით) საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის პერიოდში ზემოთ მითითებული თარიღებისა და დროის მიხედვით;
სასტუმრო მომსახურება ტრენინგის მონაწილეებისთვის
** 22 მონაწილისთვის ერთადგილიანი სასტუმროს ნომერი (საუზმით) 2025 წლის 13 და 14 აპრილს (ორი ღამე);
** 22 მონაწილისთვის კვებითი მომსახურება (ვახშამი) 2025 წლის 13 და 14 აპრილს.
ტექნიკური განაცხადი:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** ინფორმაცია შემოთავაზებული საკონფერენციო დარბაზისა და მცირე ზომის ოთახების ზომის შესახებ (მ2).
** ფოტო ან/და ვიდეო მასალა სასტუმროსა და საკონფერენციო სივრცის შესახებ;
** სადილი და ყავის შესვენებისა და ვახშმის (ცალ-ცალკე) მენიუ;
ფასის განაცხადი: მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დღგ-ს გარეშე.
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 10 დღისა.
წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
** მიღებული დოკუმენტაციის ხარისხი- 10%
** შემოთავაზებული მომსახურებისა და გამოცდილების ხარისხი - 45%
** შემოთავაზებული მომსახურების ფასი - 45%
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარადგინოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 24 მარტი.
დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე 599 728 925; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ტენდერი სასტუმრო მომსახურების შესყიდვისთვის".
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
|
|
|
|