Робота для біженців з України
ტენდერი საკონფერენციო მომსახურების შესყიდვისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი საკონფერენციო მომსახურების შესყიდვისთვის
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 21 მარტი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, იწვევს იურიდიულ პირებს დასაქმების ფორუმის ღონისძიებისთვის საკონფერენციო მომსახურების ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანი:

ქ. თბილისში მიმდინარე პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში 2025 წლის 11 აპრილს დაგეგმილი დასაქმების ფორუმის ღონისძიებისთვის შესაბამისი საკონფერენციო სივრცისა და კვებითი მომსახურების უზრუნველყოფა.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

** ქ. თბილისში 2025 წლის 11 აპრილს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, დასაქმების ფორუმისთვის შესაბამისი შიდა სივრცით უზრუნველყოფა 100 სტუმრისთვის;
** საკონფერენციო სივრცეში შესაძლებელი უნდა იყოს 100 სტუმრისთვის თეატრალურად განლაგებული სკამები, 30 მაგიდისა და საინფორმაციო ბანერების განთავსება.
** დასაქმების ფორუმისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით (პროექტორი, დიდი ზომის ეკრანი, ხმის გამაძლიერებელი, ორი მობილური და ერთი სტატიკური მიკროფონი ტრიბუნით) უზრუნველყოფა;
** ყავის შესვენება შეხვედრის დაწყებისას და სადილი ფორუმის დასრულების შემდეგ 100 სტუმრისთვის.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** ინფორმაცია შემოთავაზებული საკონფერენციო დარბაზის შესახებ (მ2).
** ფოტო ან/და ვიდეო მასალა საკონფერენციო სივრცის შესახებ;
** ყავის შესვენებისა და სადილის მენიუ;

ფასის განაცხადი

მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დღგ-ს გარეშე.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 10 დღისა.

წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

** მოწოდებული დოკუმენტაცია - 10%
** შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი - 45%
** შემოთავაზებული მომსახურების ფასი - 45%

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 21 მარტი 17:00 საათი.

დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელ. ფოსტაზე nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე 599 728 925; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "დასაქმების ფორუმი".

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე