დასახელება:
სასერტიფიკატო ტრენინგი EU-GDP სტანდარტის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
თანდართული ფაილი:
615805_GDP_4290934.zip
|
ააიპ "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია" გთავაზობთ სასერტიფიკატო ტრენინგებს EU-GDP სტანდარტის მიმართულებით.
ტრენინგის მხარდამჭერია ააიპ "საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია".
სასწავლო კურსები განკუთვნილია შემდეგი პირებისთვის:
** საბითუმო დისტრიბუციის განმახორციელებელი პირი _ სწავლება EU-GDP სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით;
** ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში დაკავებული ნებისმიერი პირი _ სწავლება შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით;
** ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი _ სწავლება შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
გთავაზობთ სასწავლო კურსებს შემდეგი მიმართულებით:
** GDP დამწყებთათვის - შესავალი და ზოგადი პრინციპები (დანართი 1)
** GDP ხელმძღვანელი პირებისთვის (დანართი 2)
** RP (პასუხისმგებელი პირი) და GDP (დანართი 3)
** GDP - გადახრების მართვა და CAPA (დანართი 4)
** GDP აუდიტი (დანართი 5)
** GDP - ვრცელი კურსი (დანართი 6)
** GDP და საბროკერო საქმიანობის განმახორციელებელი პირი (დანართი 7)
თითოეული სასწავლო კურსის შესახებ (დანართების შესაბამისად), დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი.
სარეგისტრაციო ფორმა - https://form.jotform.com/250471196866466
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: ilona.kokiashvili@pcag.ge
|