Робота для біженців з України
დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ფსიქოლოგი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 თებერვალი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", თბილისის პროექტის ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ფსიქოლოგი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დატვირთვა:
ნახევარი განაკვეთი (50%)

საქმიანობის ძირითადი მიზანი: ფსიქოლოგიური ინტერვენციის გზით, პროექტის ბენეფიციარების კონსულტირება/რეაბილიტაცია, ფსიქო-განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ფსიქო-ემოციური და ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** თითოეული ბენეფიციარის ფსიქოდიაგნოსტიკა და ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა;
** ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარიებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება;
** სხვადასხვა თერაპიის საშუალებით, მოზარდებში და ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროებათ ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;
** ბავშვის პიროვნების განმავითარებელი ვარჯიშებისა (ნებელობითი, კოგნიტიური, ემოციების, კომუნიკაციების) და სარელაქსაციო აქტივობების ჩატარება; საჭიროებისამებრ, ბავშვებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;
** განსაკუთრებული შემთხვევებისას, საცხოვრებლებში ვიზიტების განხორციელება;
** ბენეფიციართან მუშაობის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა, გეგმით გაწერილი ღონისძიებებისა და ჩატარებული აქტივობების შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის კოორდინატორისათვის მიწოდება.
** პროექტის მიზნების გათვალისწინებით ტრენინგების და საინფორმაციო შეხვედრების უზრუნველყოფა.
** პროექტში ჩართული ბენეფიციარების ფსიქოგანათლებაზე მუშაობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით
** ბავშვებთან და მოზრდილებთან ფსიქოლოგად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
** ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2025 წლის 11 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე