დასახელება:
ტენდერი ტრანსპორტირების მომსახურების მოწოდებაზე
|
მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 02 თებერვალი
|
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს ტრანსპორტირების მომსახურების მოწოდებაზე
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", ჯვარის სათემო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში ტრანსპორტირების მომსახურების მოწოდების მიზნით იწვევს იურიდიულ/ინდ. მეწარმე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
კომპანია/ინდ.მეწარმე ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს პროექტის თანამშრომლების ტრანსპორტირება შემდეგი მარშრუტებით: თბილისის მასშტაბით; თბილისი-წალენჯიხის მუნიციპალიტეტი-თბილისი. მგზავრების ტრანსპორტირებისათვის კომპანიამ/ინდ. მეწარმემ საჭიროებისამებრ უნდა უზრუნველყოს მსუბუქი ავტომობილებით მომსახურება.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტი - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საგანმანათლებლო საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.
მომსახურების მიზანი:
პროექტის "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში პროექტის თანამშრომლების ტრანსპორტირების მომსახურებით უზრუნველყოფა.
სავალდებულო მოთხოვნები:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
ტექნიკური განაცხადი:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები).
** კომპანიის/ ინდ. მეწარმის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებ (ებ)ის
ტექნიკური ინსპექტირების/დათვალიერების ამსახველი დოკუმენტაცია;
** ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ;
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის/ინდ.მეწარმის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ფასის განაცხადი:
მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე.
გთხოვთ, წარმოადგინოთ:
** თბილისის მასშტაბით მომსახურების ფასის განაცხადი კილომეტრაჟის მიხედვით.
** წალენჯიხა-თბილისის მუნიციპალიტეტი-თბილისი მარშრუტის ფასის განაცხადი კილომეტრაჟის მიხედვით. (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომსახურება მოიცავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გადაადგილებას და შესაძლოა საჭირო გახდეს მძღოლის ერთი ან ორი ღამით დარჩენა, ვიზიტის ხანგრძლივობიდან გამომდინარე).
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 3 დღისა.
მომსახურების გაწევის ვადები: 15 თებერვალი - 31 დეკემბერი, 2025 წელი.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 2 თებერვალი.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ტრანსპორტირების მომსახურება".
|
|
|
|