დასახელება:
ტენდერი ლანჩის მიწოდების სერვისზე
|
მომწოდებელი:
ბრიტანეთის საელჩო
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
თანდართული ფაილი:
608020_BE_Catering_Application_Form_3498092.zip
|
"ბრიტანეთის საელჩო" აცხადებს ტენდერს ლანჩის მიწოდების სერვისზე საელჩოს თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის. ლანჩი უნდა შედგებოდეს ცხელი და ცივი კერძებისგან, როგორიც არის: ხორცის და ბოსტნეულის მთავარი კერძი, წვნიანი, სენდვიჩები, სალათები, დესერტი. საკვებში გამოყენებულ უნდა იყოს ახალი/ხარისხიანი პროდუქტები.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ან მეწარმეს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს საელჩოს ნახევრად პროფესიული სამზარეულო, აღჭურვილი ყველა საჭირო დანადგარით.
საელჩო განიხილავს სერვისის უზრუნველყოფის სხვადასხვა ფორმას, როგორიც არის:
** მზა კერძების მიწოდება ბრიტანეთის საელჩოში 1130-1230 საათის ინტერვალში; მაგალითად: სენდვიჩების, სალათების და ა.შ. სახით.
ან
** შეფუთული, მზა ლანჩის ყუთებით საკვების მიწოდება ბრიტანეთის საელჩოში 1130 - 1230 საათის ინტერვალში;
ან
** ლანჩის მომზადება და სერვირება დაახლოებით 20 - 30 თანამშრომლისთვის, ყოველდღე 12:00 -14:00 საათის ინტერვალში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (საელჩოს ოფიციალური დასვენების დღეების გარდა). თანამშრომლების ზუსტი რაოდენობა არ არის გარანტირებული და შესაძლებელია ყოველდღიურად განსხვავებოდეს. საელჩოს სამზარეულოს გამოყენება შესაძლებელია 09:00-17:00 პერიოდში. სერვისის მომწოდებელი ვალდებულია სამზარეულო დატოვოს დასუფთავებულ მდგომარეობაში 17:00 საათამდე. წინა დღეს გამზადებული და მორჩენილი საკვების ღირებულება უნდა განსხვავდებოდეს, ფასი შემცირდეს მომდევნო დღისთვის გასაყიდად და მოხდეს ნარჩენების აღნიშვნა, რომ არ მოხდეს მისი ხელმეორედ გამოყენება.
პირველ ტურში შერჩეული კანდიდატები/კომპანიები მოწვეულები იქნებიან საელჩოში და მიეცემათ საშუალება დაათვალიერონ სამზარეულო და სასადილო სივრცე და მოამზადონ სადეგუსტაციოდ ოთხი სხვადასხვა ტიპის კერძი საელჩოს სამზარეულოში: ხორცისგან შემდგარი ცხელი ძირითადი კერძი, წვნიანი, სენდვიჩი და სალათა.
დამატებით, კონტრაქტის ფარგლებში, სერვისის მომწოდებელს შეიძლება მოეთხოვოს ქეითერინგი (ჩაი/ყავა/ორცხობილა) ოფიციალური შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის. მსგავსი ღონისძიებების დეტალები წინასწარ იქნება შეტყობინებული და შეთანხმებული.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა
** ქართული ენის ცოდნა
გადახდის მეთოდი: შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით.
წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
** ბიზნეს რეგისტრაციის სერტიფიკატი
** კვების ჰიგიენა და კვების მომზადების სათანადო სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
** ორი სარეკომენდაციო წერილი (არსებობის შემთხვევაში)
** პერსონალის რაოდენობა და მათი რეზიუმეები (შერჩეული კომპანია/კანდიდატი საელჩოში გაივლის უსაფრთხოების შემოწმებას).
ხელშეკრულება:
საელჩოსა და წარმატებულ კანდიდატს/კომპანიას შორის ხელშეკრულება საწყის პერიოდში გაფორმდება 1 წლით, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით. საელჩოს უფლება ექნება, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მეორე მხარე არ შეასრულებს შეთანხმებულ სტანდარტებს და არ გაითვალისწინებს შეთანხმებულ ძირითად ინდიკატორებს (KPI).
ძირითადი ინდიკატორები:
** საკვებზე ფასის დაწესება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული ღირებულების ფარგლებში.
** საკვების ხარისხი უნდა იყოს მისაღები (ახალი/ხარისხიანი პროდუქტით მომზადებული)
** საკვების მომზადება ჰიგიენის დაცვის გათვალისწინებით:
** საკვების ვარგისიანობა და უსაფრთხოება. საკვებში არ უნდა მოხვდეს უცხო სხეული.
** მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლით.
** საკვების შენახვა: საკვები უნდა ინახებოდეს შესაბამის ტემპერატურაზე და სათანადო პირობებში.
** დასუფთავება: საელჩოს სამზარეულოს გამოყენების შემთხვევაში, სამუშაო სივრცის სანიტარულ-ჰიგიენური დაცვის ნორმებით უზრუნველყოფა. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, სამზარეულოს დასუფთავება.
** პერსონალი უნდა იყოს თავაზიანი და თავისი საქმის მცოდნე.
** სამზარეულოს შეთანხმებულ დროზე გახსნა.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული აპლიკაცია, ერთი კვირის მენიუ (კერძებზე ფასების მითითებით) და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საჭირო დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tbilisicateringservice@fcdo.gov.uk.
განაცხადის წარდგენის ვადა: 2025 წლის 10 თებერვალი, 23:59 საათი.
|
|
|
|