« ყველა ვაკანსია
 

ბრიტანეთის საელჩო

 
ბრიტანეთის საელჩო
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ძირითადი საქმიანობა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაა. ეს ურთიერთოებები მრავალმხრივია და მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე, ბიზნეს, კულტურულ თუ საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობას.

ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სურვილს და ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. ჩვენ ასევე აქტიურად ვართ ჩართულები საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საქმეში და ვმუშაობთ რათა მეტი ბიზნეს კავშირი ჩამოვაყალიბოთ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის.

ჩვენი მუშაობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია. იქნება ეს დემოკრატიზაციისა თუ ინსტიტუციონალური რეფორმის მიმართულების გაწეული სამუშაო თუ ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან მუშაობა, რათა მოიძებნოს კონფლიქტების გადაჭრის მშვიდობიანი გზები. ჩვენ ასევე ვართ აქტიური კონტრიბუტორი საქართველოში ევროპის სადამკვირვებლო მისიისა.

ამის გარდა, სურვილი გვაქვს გავაძლიეროთ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ბიზნეს კონტაქტები.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://chevening.org/georgia
 
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით
გადაიტანე Facebook-ზე