Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=606457&print=yes&view=jobs
 
ქოლგეითი-პალმოლივის ბრენდის სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლგეითი-პალმოლივის ბრენდის სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

"შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლგეითი-პალმოლივის ბრენდის სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (გლდანი, თემქა, მუხიანი, ნახალოვკა)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ
ანაზღაურება: 850 ლარი NET + ბონუსი (ჯამში 2050)+ კვარტლური ბონუსი + საწვავის ხარჯის ანაზღაურება

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
** შეკვეთების მიღება და გაფორმება
** სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
** მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
** მარკეტინგული აქტივობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** აუცილებელია პირადი ავტომობილი და მართვის მოწმობის Bკატეგორია
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

რას გთავაზობთ:

** გადაადგილების ხარჯების ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა (6თვის შემდეგ)
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@sharmtrading.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ქოლგეითი-პალმოლივის ბრენდის სავაჭრო წარმომადგენელი".

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია