Робота для біженців з України
პირველი კლასის მასწავლებლის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირველი კლასის მასწავლებლის ასისტენტი
მომწოდებელი: თბილისის თავისუფალი სკოლა
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
შპს "თბილისის თავისუფალი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას პირველი კლასის მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 08:45 საათიდან 16:15 საათამდე
ხელფასი: 625 ლარი
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ორჯერადი კვება
ვაკანსიების რაოდენობა: 2

ფუნქციები:

** მასწავლებლისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილებზე დასწრება
** სასწავლო პროცესისთვის საჭირო მასალების ასლების გადაღება და მასწავლებლისთვის მიწოდება
** საკლასო ოთახში და სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, მასწავლებელთან ერთად
** მოსწავლეების სასადილოში ჩაყვანის ორგანიზება და მათი მეთვალყურეობა
** საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებისთვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოცვლასა და შენახვაში დახმარების აღმოჩენა
** მასწავლებლისთვის დახმარების გაწევა მოსწავლეების პირადი საქმეების წარმოებაში
** მასწავლებლის დავალების შემთხვევაში მოსწავლეების მშობლებთან კომუნიკაცია მათი ქცევითი და აკადემიური მოსწრების თაობაზე
** სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობების შემთხვევაში მოსწავლეების მეთვალყურეობა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მასწავლებელთან ერთად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. სასურველია კანდიდატს ჰქონდეს განათლება პედაგოგიკის ან ფსიქოლოგიის განხრით.
** გამოცდილება: სასურველია სკოლაში ან სკოლამდელი აღზრდის კუთხით მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office

კანდიდატთა შერჩევის პროცედურები:

** გადარჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების მიხედვით
** გასაუბრება

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი სკოლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: https://free.edu.ge/ | https://www.facebook.com/TbilisiFreeSchool

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@free.edu.ge 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სკოლამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე