დასახელება:
აკადემიური თანამდებობა - ასისტენტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს ღია კონკურსს ასისტენტის (1 ვაკანტური ადგილი) აკადემიურ თანამდებობაზე, კომუნიკაციების მიმართულებებით.
თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დოქტორანტი შესაბამის დისციპლინაში;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
კონკურსის ჩატარების ვადები:
** საბუთების მიღება - 2025 წლის 16 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით;
** კანდიდატებთან გასაუბრება - 22 - 24 იანვარი;.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
** რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ბოლო 5 წლის განმავლობაში;
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@gipa.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციის გამოგზავნისას, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ აკადემიური თანამდებობა და მიმართულება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|