Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=600834&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო ხელსაწყოების კომპანიების წინასწარი კვალიფიკაცია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ხელსაწყოების კომპანიების წინასწარი კვალიფიკაცია
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 600834_World_Vision_8935617.zip
"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში აცხადებს სამშენებლო ხელსაწყოების კომპანიების წინასწარ კვალიფიკაციას.

"ვორლდ ვიჟენი" მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებისა და ადვოკატირების მიმართულებით მუშაობს. კომპანია ოპერირებს 100-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

"ვორლდ ვიჟენის" ფილიალი საქართველოში იწვევს პოტენციურ კომპანიებს, სამშენებლო ხელსაწყოების მომწოდებელთა წინასწარი კვალიფიკაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

წინასწარ კვალიფიცირებული კომპანიები შეირჩევიან რამდენიმე წლის ვადით და მხოლოდ ისინი მიიღებენ სატენდერო წინადადების მოთხოვნებს განსაფასებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი წინასწარი კვალიფიკაციის დოკუმენტაცია:

** კომპანიის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმატის მიხედვით (მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა);
** სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;
** ინფორმაცია სამი რეკომენდატორის შესახებ (კომპანიისა და რეკომენდატორის პოზიციის მითითებით).
** ხელმოწერილი WVG-ის შიდა პოლიტიკის დოკუმენტები (თანდართულია).

განმარტებებისთვის მიმართეთ

World Vision International-ის ფილიალი საქართველოში
დ. უზნაძის ქ #78, მეორე სართული, თბილისი,
ელ.ფოსტა: Geoo_tender@wvi.org
სამუშაო საათები 10:00 - 18:00

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: Geo_Procurement@wvi.org

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 დეკემბერი, 2024, 24:00. გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "Pre-qualification, Construction Tools".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია