Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=598900&print=yes&view=jobs
 
ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

საქმიანობის ძირითადი მიზანი: დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ან ალტერნატიულ მომსახურებებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სამუშაო დატვირთვა - სრული განაკვეთი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 2 ვაკანტური ადგილი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ბავშვისა და ოჯახის შეფასება
** ბენეფიციარების ოჯახებში ვიზიტების განხორციელება
** ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება
** მუშაობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა
** პროგრამის ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად მუშაობა
** მიმდინარე, ისე დახურულ შემთხვევებზე ინფორმაციის სათანადოდ შენახვა
** ვიზიტების აღრიცხვა შესაბამის ფორმაში და ყოველთვიურად წარმოდგენა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ სპეციალობაში: ფსიქოლოგია, ბავშვის განვითარება, ოკუპაციური თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, განათლების მეცნიერებები (პედაგოგი, სპეციალური მასწავლებელი), სოციალური მუშაობა, რეაბილიტაცია/ფიზიკური თერაპია, პედიატრია ან სამედიცინო ინსტიტუტის 5-წლიანი დიპლომი; საექთნო საქმის სერტიფიკატი / დიპლომი
** ბავშვებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებას)
** ადრეული განვითარების სპეციალისტის სერტიფიკატის ფლობა
** ბავშვის განვითარების კანონზომიერებებისა და ეტაპების ცოდნა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2024 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია