Робота для біженців з України
ტენდერი საკვები პროდუქტების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი საკვები პროდუქტების შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 596769_Attachment1_4734326.zip
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს საკვები პროდუქტების შესყიდვაზე.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს საკვები პროდუქტების მომწოდებელ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ქ. ზუგდიდის "ოჯახებისა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" პროექტის ფარგლებში დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტების გრძელვადიანი მოწოდების მიზნით.

საკვები პროდუქტები:

** შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალისა და რაოდენობების ამსახველი დოკუმენტის (შესავსები უწყისი - ფასთა ჩამონათვალი) ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.
** შესასყიდი საკვები პროდუქტების რაოდენობა შესაძლებელია დაკორექტირდეს მომწოდებელსა დადამკვეთის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. შესასყიდი პროდუქცია მოიცავს საკვებ პროდუქტებს (ხილ-ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ბურღულეული, მინერალური წყლები და წვენები, კონსერვირებული ნაწარმი და ტკბილეული).
** შესასყიდი პროდუქცია საჭიროა მოწოდებულ იქნას კვირაში ერთხელ (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი").
** საქონლის სრული ღირებულების გადახდა მოხდება ელექტრონული საგადახდო დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ (მაქსიმუმ სამი დღის ვადაში).

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
** შევსებული უწყისი - ფასთა ჩამონათვალი (დანართი N1)

მომსახურების გაწევის ვადები: 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ბეჭდით დალუქული კონვერტით და სათაურად მიუთითეთ როგორც "საკვები პროდუქტები" ისე კომპანიის სახელწოდება.

ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის გამოგზავნა ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: eter.almasia@sos-kd.ge.

Subject-ში მიუთითეთ: "ტენდერი - საკვები პროდუქტები"

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2024 წლის 22 ნოემბერი 18:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 93, მე-3 სართული.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე