დასახელება:
საწვავმზიდის მძღოლი
|
მომწოდებელი:
Gulf Georgia
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 ნოემბერი
|
"Gulf Georgia" აცხადებს ვაკანსიას საწვავმზიდის მძღოლის (B, C, E კატეგორია) თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია
სამუშაო განრიგი: გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები: 10:00 დან 18:00 (ორშაბათი-პარასკევი). გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ შესაძლოა ცვლაში მუშაობა - ყოველი მესამე დღე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტის აეროპორტის/აეროდრომების ტერიტორიაზე განთავსებულ ტერმინალებზე, შვეულმფრენებისათვის, ავიახომალდებისათვის უსაფრთხოდ მიტანა წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად
** პროდუქტის მიღება-გაცემის კონტროლი, მიღება-ჩაბარების ჟურნალის წარმოება
** საწვავმზიდის და ტექნოლოგიური დანადგარების მდგომარეობის შემოწმება: მრიცხველები, მანომეტრები, გამშვები შლანგები, დამიწების მოწყობილობა, ცეცხლმაქრები. გამოვლენილი დაზიანების, შეუსაბამობის აღდგენა და წესრიგში მოყვანა შესაძლებლობის ფარგლებში
** დისციპლინარული ნორმების წესრიგი და დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება)
** საწვავმზიდის/საწვავგამმართველის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა
** გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
** დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
** ენერგიულობა
** შრომისმოყვარეობა
** სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
** მშვიდი და გაწონასწორებული
** გუნდური მუშაობის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მძღოლს გააჩნდეს "საწვავმზიდის" შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (C და E კატეგორიები)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** გრძელვადიან თანამშრომლობას
** საბონუსე სისტემას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კარიერული ზრდის პერსპექტივას
** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისათვის
** უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
** ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
ანაზღაურება: შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|