Робота для біженців з України
დისტრიბუტორი/გადამზიდი - C კატეგორია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი/გადამზიდი - C კატეგორია
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.

"შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის/გადამზიდის (C კატეგორიის) პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი (დიღომი, ანდრონიკაშვილის ქუჩა ნ6)
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 08:00 სთ - 17:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 1000 ლარიდან 1500 ლარის ფარგლებში

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების მომარაგება არსებული შეკვეთების შესაბამისად, კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობის C კატეგორია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარე
** ორგანიზებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მეილზე: vacancy@sharmtrading.ge გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გადამზიდი C კატეგორიის "

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე