დასახელება:
სოციალური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
|
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
|
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს ღია კონკურსს სოციალური მენეჯერისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტის (1 ვაკანტური ადგილი) ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
მისამართი: რუსთავის გზატკეცილი 22ა
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** უნივერსიტეტის მასშტაბით მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** GIPA-ს ბრენდის განვითარებისა და პოზიციონირების მიზნით, საიმიჯო კამპანიების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კვლევის დაგეგმვა/განხორციელებაში, ბაზრის ტენდენციებისა და სამიზნე აუდიტორიის კვლევაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** უნივერსიტეტის მიერ გამართული სხვადასხვა ღონისძიების ფოტო და ვიდეო გადაღების უზრუნველყოფა და შესაბამის პრესრელიზებთან ერთად მედია საშუალებების, სოციალური ქსელებისა და ვებგვერდის მეშვეობით გავრცელება;
** უნივერსიტეტის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, შესაბამისი ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციების, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო დაწესებულებების დელეგაციების მიღების, საჯარო შეხვედრებისა და სხვა, დაგეგმვა და ორგანიზება და საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა გარე მედია არხით გაშუქების უზრუნველყოფა;
** გამოსაშვები ცერემონიალის ორგანიზებაში მონაწილეობა;
** "კონტენტის" შექმნა და უნივერსიტეტის ბრენდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციით;
** სოციალური ქსელების მეშვეობით (მ.შ. ფეისბუქზე, ტვიტერზე, ფორუმებზე და ა.შ.) უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულებების გაცნობა და მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** სოციალური ქსელების სხვადასხვა ჯგუფებთან და ინდივიდებთან მუდმივი კომუნიკაცია, კითხვებზე პასუხის გაცემა, კომენტირება და უნივერსიტეტის ინტერესების დაცვა;
** სკოლების, მსხვილი ორგანიზაციებისა და სხვა მიზნობრივი ჯგუფების გვერდებზე კონტენტისა და სიახლეების მუდმივი მიწოდების (დაპოსტვის) უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და უნივერსიტეტის სოციალური მედია-კამპანიის გაძღოლა;
** მარკეტინგული ღონისძიებების გაშუქების უზრუნველყოფა და პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ მედია საშუალებებში;
** უნივერსიტეტის ბლოგის ადმინისტრირება;
** უნივერსიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება - სიახლეების, ღონისძიებებისა და სხვა ინფორმაციის განთავსება/განახლება;
** სხვა.
თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია უმაღლესი განათლება (საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების ან მარკეტინგის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
** სოციალური მედიის არხების (როგორებიცაა, მაგ.: YouTube, Instagram, Twitter, Podcasts, LinkedIn, Blogs) მართვის სპეციფიკის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი);
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კონტენტის შექმნის უნარი;
** შემოქმედებითი წერის უნარი;
** ინოვაციების ინიცირების უნარი;
** სიახლეებისადმი ღია.
კონკურსის ჩატარების ვადები:
** საბუთების მიღება: 2024 წლის 28 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით;
** კანდიდატებთან გასაუბრება: 6-8 ნოემბერი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
** რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები.
კონკურსის ყველა საფეხურის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენი იქნება "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@gipa.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციის გამოგზავნისას, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ აკადემიური თანამდებობა და მიმართულება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|