Робота для біженців з України
პერსონალური ასისტენტი - გორი, ხაშური, კასპი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: ასოციაცია ანიკა
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 588908_app_form_8535038.zip
ასოციაცია "ანიკა" აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირების პერსონალური ასისტენტის შესარჩევად შიდა ქართლის რეგიონში (გორი, ხაშური, კასპი).

ასოციაცია "ანიკა", გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის პროგრამის ტრენინგკურსის მონაწილეთა შესარჩევად, შიდა ქართლის რეგიონში. ტრენინგკურსის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტირებისთვის კვალიფიციური პერსონალური ასისტენტის მომზადება შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების გზით.

სპეციალიზებული ასისტენტის სატრენინგო პროგრამა მოიცავს - 15 საკითხიან საბაზისო კურსს, რომელიც შედგება 80 სატრენინგო საათისგან. თეორიული კურსის ხანგრძლივობაა - 39 საათი, ხოლო პრაქტიკული კურსი, სუპერვიზია და პრაქტიკული უნარების დაუფლება -41 საათს გრძელდება.

ამასთანავე, კურსის დასრულების შემდგომ კანდიდატები გაივლიან 1 საათიან თეორიულ ტესტირებას. ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, სერტიფიცირებული კანდიდატები დასაქმდებიან პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე შიდა ქართლის რეგიონის მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში.

ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. ასოციაციის შემოსავლის წყარო არის გრანტები, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, სოციალური მეწარმეობა, შემოწირულებები.

პერსონალური ასისტენტი

მოსამზადებელი ადამიანების/ვაკანტური ადგილების რაოდენობა:

** 20 ვაკანტური ადგილი შიდა ქართლის რეგიონში (კანდიდატის დასაქმება მოხდება მათი საცხოვრებლის შესაბამის მუნიციპალიტეტში).

პერსონალური ასისტენტის ძირითადი მოვალეობები:

** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა მის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური აქტივობების შესრულებისთვის საჭირო ასისტირებით;
** შშმ პირთა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმიანობების და აქტიური ცხოვრების მხარდაჭერა შშმ პირის ასაკის, შეზღუდვის ტიპის, ინდივიდუალური საჭიროებების და თავისებურებების გათვალისწინებით;
** პერსონალური ასისტენტის სამუშაო პროცესი მრავალფეროვანია და მოიცავს შშმ პირის მხარდაჭერას საკუთარი თავის მოვლის, კვების, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მუშაობისა და დასვენების, კომუნიკაციის, დღის დაგეგმვის ანდა სხვა აქტივობებში.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

კურსის გავლა შეუძლია საშუალო განათლების მქონე, შშმ პირთა ასისტირების (მხარდაჭერის) სფეროში დასაქმებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

შერჩევის პროცედურა:

** ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე მიღებული დოკუმენტაციის განხილვა/შერჩევა
** გასაუბრება

წარსადგენი დოკუმენტები: შევსებული აპლიკაციის ფორმა

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენს მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმა 2024 წლის 20 ოქტომბრამდე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე anikavacancy@gmail.com, გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ: "პერსონალური ასისტენტი - შიდა ქართლი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე