Робота для біженців з України
პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / ბოლო ვადა: 27 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 583665_danarti_1253846.zip
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი" (სეუ) 2024 წლის 20 სექტემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

მედიკობიოლოგიური მიმართულებით:

** პროფესორი - 4 ვაკანსია;
** ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
** ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით).

კლინიკური მიმართულებით:

** პროფესორი - 8 ვაკანსია;
** ასოცირებული პროფესორი - 4 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
** ასისტენტ-პროფესორი - 6 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით).

კვლევისა და ჯანდაცვის მიმართულებით:

** პროფესორი - 4 ვაკანსია;
** ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
** ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით).

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** ბოლო 9 წელი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება (კლინიკური დისციპლინებისთვის);
** შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინებისთვის);
** შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (ივსება საკონკურსო ანკეტაში შესაბამის გრაფაში);
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში შესაბამის გრაფაში);
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი. (კლინიკური დისციპლინებისთვის)
** სასწავლო კურსის განხორციელებისთვის, ინგლისური ენის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
** ბოლო 5 წელი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება. (კლინიკური დისციპლინებისთვის)
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები (ივსება საკონკურსო ანკეტაში შესაბამის გრაფაში);
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში შესაბამის გრაფაში);
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი. (კლინიკური დისციპლინებისთვის)
** სასწავლო კურსის განხორციელებისთვის, ინგლისური ენის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები (ივსება საკონკურსო ანკეტაში შესაბამის გრაფაში);
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში შესაბამის გრაფაში);
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება (კლინიკური დისციპლინებისთვის);
** საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინებისთვის)
** სასწავლო კურსის განხორციელებისთვის, ინგლისური ენის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

პროფესიული ნიშნით:

** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება (კლინიკური დისციპლინებისთვის);
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები (ივსება საკონკურსო ანკეტაში შესაბამის გრაფაში);
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში შესაბამის გრაფაში);
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინებისთვის);
** სასწავლო კურსის განხორციელებისთვის, ინგლისური ენის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:

** შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (იხ. დანართი);
** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები;
** შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინებისთვის);
** ძირითად და დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ" და ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს).
** ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება;
** საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
** საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
** ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
** ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით სეუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@seu.edu.ge - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა. ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა სეუ-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, მე-7 სართული, ოთახი №702. საკონტაქტო ტელ.: 032 2 90 00 00 - 21 (შიდა)

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის (სეუ) მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ სეუ-სთან აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძვლად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
** შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად).

კონკურსის ვადები:

** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2024 წლის 21 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა: 2024 წლის 28-29 ოქტომბერი;
** კონკურსის მესამე ეტაპი/გასაუბრება: 2024 წლის 30-31 ოქტომბერი;
** კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 2024 წლის 1 ნოემბერი;
** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2024 წლის 4 ნოემბერი;
** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2024 წლის 5 ნოემბერი;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2024 წლის 6 ნოემბერი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://seu.edu.ge/

გისურვებთ წარმატებებს!

დანართები:

** კონკურსანტის განცხადება
** კონკურსანტის ანკეტა

შესაბამისი რეგულაციების გასაცნობად იხილეთ: https://www.seu.edu.ge/ka/554/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე