Робота для біженців з України
მერჩენ-პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენ-პრისეილერი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენ-პრისეილერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (კარფურების ქსელი)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი (ჯამში 1200 ლარი) +საწვავი + ავტომობილის ცვეთის ანაზღაურება

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
** ავტომატურ შეკვეთებში ჩარევა
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
** მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
** მარკეტინგული აქტივობების შესრულება

რას გთავაზობთ:

** გადაადგილების ხარჯების ანაზღაურება
** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
** უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
** ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
** კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** აუცილებელია პირადი ავტომობილი და მართვის მოწმობის B კატეგორია
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული
** ენერგიული
** კომუნიკაბელური
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. მეილზე vacancy@sharmtrading.ge

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მერჩენ-პრისეილერი."

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე