Робота для біженців з України
აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (8 ვაკანტური ადგილი) შემდეგი მიმართულებებით:

** კომუნიკაცია და ლიდერობა - 2 ვაკანტური ადგილი
** სოციალური მეცნიერებები - 1 ვაკანტური ადგილი
** ბიზნესი და ეკონომიკა - 1 ვაკანტური ადგილი
** ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია - 1 ვაკანტური ადგილი
** ხელოვნება - 1 ვაკანტური ადგილი
** ფსიქოლოგია - 1 ვაკანტური ადგილი
** კულტურული მემკვიდრეობა - 1 ვაკანტური ადგილი

თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

"უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის" 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების შესაბამისად, უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის შერჩევა შესაძლოა განხორციელდეს პროფესიული ნიშნითაც, შემდეგი მიმართულებებით:

** კულტურული მემკვიდრეობა
** კომუნიკაცია და ლიდერობა

კონკურსის ჩატარების ვადები:

** საბუთების მიღება: 2024 წლის 29 აგვისტოდან 29 სექტემბრის ჩათვლით.
** კანდიდატებთან გასაუბრება: 1-3 ოქტომბერი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

** რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@gipa.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციის გამოგზავნისას, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ აკადემიური თანამდებობა და მიმართულება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე