Робота для біженців з України
თავისუფალი ბაღის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თავისუფალი ბაღის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის თავისუფალი სკოლა
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
"თბილისის თავისუფალი სკოლის" ბაზაზე, 2024 წლის სექტემბრიდან "თბილისის თავისუფალი ბაღი" დაიწყებს ფუნქციონირებას, რომლის სააღმზრდელო პროცესშიც, ბაღის აღმზრდელებთან ერთად, სკოლის პედაგოგებიც იქნებიან ჩართულები.

"თბილისის თავისუფალი ბაღი" გთავაზობთ ბავშვის, როგორც აკადემიურ, ისე ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებულ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის სოციალურ, ემოციურ და შემეცნებით განვითარებას და უზრუნველყოფს პატარების სკოლისთვის მზაობის გაუმჯობესებას.

ჩვენთან პატარებს დახვდებათ სრულიად ახალგარემონტებული სივრცე, რომელსაც აქვს 1500 კვადრატული მეტრი ფართობის ორი ეზო და გასართობი სივრცე.

პატარების აღზრდასა და განვითარებაზე მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, გამოცდილი პედაგოგები და აღმზრდელები იზრუნებენ.

საბავშვო ბაღი სტანდარტულად იმუშავებს 09:00-დან 18:00 საათამდე

ბაღის ჯგუფები მოიცავს 3, 4 წლისა და წინასასკოლო ასაკის ბავშვებს.

თბილისის თავისუფალი სკოლა აცხადებს კონკურსს თავისუფალი ბაღის მენეჯერის პოზიციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@free.edu.ge 2024 წლის 15 ივლისამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სკოლამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე