Робота для біженців з України
ალგიდას ბრენდის მონაცემთა ბაზის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ალგიდას ბრენდის მონაცემთა ბაზის ოპერატორი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 05 ივლისი / ბოლო ვადა: 05 აგვისტო
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას, ალგიდას ბრენდის მონაცემთა ბაზის ოპერატორის (1C პროგრამაში) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აგლაძის ქუჩა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, მაისი-სექტემბერი: 14:00-23:00; სექტემბერი-მაისი: 08:00-17:00
ანაზღაურება - ანაზღაურებადი სტაჟირება, სტაჟირების შემდეგ 1250 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება;
** შეკვეთების მომზადება და კორექტირება;
** ელექტრონული სასაქონლო ზედნადების და ანგარიშფაქტურის გააქტიურება და გადაგზავნა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** Microsoft Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა
** სააღრიცხვო პროგრამა 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ?

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
** კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** მიზანდასახული
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@sharmtrading.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მონაცემთა ბაზის ოპერატორი".

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე