Робота для біженців з України
ტენდერი-სილამაზისა და ესთეტიკური მოვლის კურსების შესასყიდად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი-სილამაზისა და ესთეტიკური მოვლის კურსების შესასყიდად
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფელი", "საზოგადოება ბილიკი, "კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" და "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში იწვევს დაინტერესებულ იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სილამაზისა და ესთეტიკური მოვლის სასწავლო კურსების შესასყიდად.

ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება პროექტი - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა", ასოციაცია "საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფლის", "კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის", "საზოგადოება ბილიკისა" და "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" ერთობლივი პარტნიორობით. პროექტის მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანი: ქ. თბილისში პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა შეიძინონ სილამაზისა და ესთეტიკური მოვლის მიმართულებით ცოდნა და პრაქტიკული უნარები.

სილამაზისა და ესთეტიკური მოვლის სასწავლო კურსების ჩამონათვალი:

** თმის შეჭრა-შეღებვის (ქალი/მამაკაცის თმის შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა) პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო კურსი;
** წარბისა და წამწამების კორექციის (წამწამის დაგრძელება, წარბის კორექცია და ლამინირება) პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო კურსი;
** მანიკურ-პედიკურის (ხელის/ფეხის ფრჩხილის მოწესრიგება, გელ-ლაქით მუშაობა, დაგრძელება) პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო კურსი;
** ვიზაჟის (კლასიკური, სადღესასწაულო და საღამოს მაკიაჟი) პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო კურსი.

შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი და სამუშაო დატვირთვა:

შერჩეულ იურიდიულ სუბიექტთან დაიდება ხელშეკრულება 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, რომელ პერიოდშიც საქართველოს ესოეს ბავშვთა სოფლიდან გადმომისამართებული ახალგაზრდებისთვის უზრუნველყოს ზემოთ ჩამოთვლილი პრაქტიკაზე დაფუძნებული კურსები და გასცეს სწავლების დამადასტურებელი სერტიფიკატი. პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო კურსების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს.

ტექნიკური განაცხადი: დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:

** ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** ორგანიზაციის პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია);
** ტრენერების (ზემოთ ჩამოთვლილი კურსების შესაბამისად) შესაბამისი განათლებისა და სწავლების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);
** სასწავლო კურსის მოკლე აღწერა და ჩატარების განრიგი;
** მომსახურების ფასის განაცხადი, რომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული სატრენინგო კურსის მიწოდების საფასურს საცალო ერთეულში (კურსის ერთი მონაწილე).

ფასის განაცხადი:

** მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში მოცემული სამუშაოების მიხედვით დ.ღ.გ.-ს გარეშე;
** მომსახურების ფასი უნდა მოიცავდეს ყველა სხვა ხარჯს რაც სამუშაოთა შესრულებას ესაჭიროება.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 10 დღისა.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 5 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "კულინარიის შემსწავლელი კურსი". კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს ელფოსტაზე: nino.nutsubidze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე 599 728 925.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე