Робота для біженців з України
ქოლგეითის ბრენდის მოძრავი მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლგეითის ბრენდის მოძრავი მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მაშტაბით (Unilever, Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Henkel, Persil, Perwoll, Schwarzkopf, Palette, Gliss, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლგეითის ბრენდის მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ
ანაზღაურება: 900 ლარი + 100 ლარი ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული ნაშთების კონტროლი;
** სარეკლამო მასალის ეფექტური გამოყენება;
** ხელმძღვანელისთვის რეგულარური რეპორტების მომზადება დადგენილი წესით და ფორმატით.

რას გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა (6 თვის შემდეგ);
** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
** უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად;
** კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. vacancy@sharmtrading.ge სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ქოლგეითის ბრენდის მოძრავი მერჩენდაიზერი".

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე