Робота для біженців з України
სკოლის ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სკოლის ექიმი
მომწოდებელი: ევროპის სკოლა თბილისი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
თანდართული ფაილი: 553363_School_doctor_6426869.zip
ევროპის სკოლა თბილისი წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტს, რომელიც 2024-2025 სასწავლო წელს დაიწყებს ფუნქციონირებას. სკოლა 2021 წელს დაფუძნდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სახელწოდებით.

სკოლა განახორციელებს ორ პროგრამას:

კომბინირებული ქართულ-ინგლისური, რომელიც განხორციელდება ორ საფეხურზე: საბაზო (7-9 კლასები) და საშუალო (10-12 კლასები)

ამჟამად ლისის ტბის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სკოლისა და კამპუსის მშენებლობა, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, თანამედროვე სასკოლო გარემოში, ისწავლონ, საჭიროების შემთხვევაში იცხოვრონ და მიიღონ მაღალი ხარისხის ზოგადი განათლება.

ამასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდება სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

განაცხადების მიღების პროცედურა:

დაინტერესებულმა პირებმა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
eapeuschool@mes.gov.ge გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, (როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე) და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

უსაფრთხოება და უფლებების დაცვა:

ევროპის სკოლა თბილისის მიზანია უზრუნველყოს უსაფრთხოება და დაიცვას სკოლასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის უფლებები.
ბიოგრაფიის (CV) ან რეზიუმეს გაგზავნა ავტომატურად ადასტურებს კანდიდატის მხრიდან პერსონალური მონაცემების სკოლაში გადაცემის, დამუშავებისა და შენახვის თანხმობას. წარდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტაციაში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს დამსაქმებელი ამუშავებს/ინახავს მხოლოდ კანდიდატის შერჩევის, და შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდი. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე