ვიდეო კონტროლის ოფიცერი - მდედრ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვიდეო კონტროლის ოფიცერი - მდედრ.
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 18 ივნ / განახლდა: 28 ივნ / ბოლო ვადა: 18 ივლ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ვიდეო კონტროლის ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: 450 ლარი

მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი;
** უმაღლესი განათლება;
** 1 წლიანი გამოცდილება ვიდეო მონიტორინგის სამსახურში;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა ( Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook).

მოვალეობები:

** კომპანიის შემადგენლობაში შემავალი ობიექტების ვიდეო მონიტორინგი:
** არსებული დარღვევების დაფიქსირება;
** პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირება;
** დარღვევების სისტემატიზაცია, პროგრამაში დაფიქსირება და ანალიზი;
** გამოვლენილი დარღვევების დეპარტამენტების მიხედვით გამიჯვნა;
** გამოვლენილი დარღვევების შესახებ ყოველთვიური რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** სამუშაო დღის დასაწყისში და ბოლოს საწარმო თანამშრომლების შემოწმება;
** მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და პროგრამაში დაფიქსირება
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების დაცვა;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესის მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ვიდეო კონტროლის ოფიცერი" წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეზიუმეს გამოგზავნიდან 7 დღის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე