სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: მედჰაუსი
გამოქვეყნდა: 14 ივნ / ბოლო ვადა: 14 ივლ
ორთოპედიული სალონი-მაღაზია "მედჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე

მოთხოვნები:

** წარმომადგენლად ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მომხმარებლის დონეზე;
** სასიამოვნო გარეგნობა;
** სასურველია სამედიცინო განათლება;
** სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** ასაკი: 35 წლამდე.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა და პოზიტიური ენერგეტიკა;
** ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგებზე ორიენტაცია;
** ანალიზისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის რეკლამა-პრეზენტაციის გაკეთება;
** ბაზრის ანალიზი;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა და ეფექტურად პრეზენტაცია;
** ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ-ფოსტის მისამართზე eka@medhaus.com და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე