Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Apple City
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
კომპანია "Apple City" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი 10:30-20:30
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
** დასვენების დღე: 2 დღე
** შესვენება: დღეში ორჯერ
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა.
** კორპორატიული დაზღვევა.
** მეგობრული გუნდი.

თვისებები:

** ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** Apple-ის პროდუქციის ცოდნა.
** აუცილებელი მოთხოვნა - მსგავს სფეროში გამოცდილება.
** გამართული მეტყველების უნარი.

CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: jobs@icity.ge. სათაურის ველში მიუთითოთ "კონსულტანტი თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე