Робота для біженців з України
ბილინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბილინგის მენეჯერი
მომწოდებელი: გერმანული ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს "გერმანული ჰოსპიტალი" დაარსდა 2019 წელს.

ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს "გერმანული ჰოსპიტალი" გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.

სს " გერმანული ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ბილინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ასანაზღაურებელი თანხების შესახებ შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
** საბიუჯეტო ორგანიზაციების შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** ნებისმიერი იურიდიული პირის დებიტორული დავალიანების კონტროლი, დებიტორების ხანდაზმულობის რეპორტის შექმნა, სისტემატიზაცია, ყოველთვიური რეპორტინგი;
** სხვადასხვა კონტრაგენტებთან დებიტორულ დავალიანებებზე ფინანსური შედარებების წარმოება;
** ფასების ცნობარის შექმნა და პერიოდული კორექტირება;
** სხვადასხვა სახის ფინანსური რეპორტების წარმოება უშუალო უფროსის დავალებით;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ფინანსების განხრით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** სასურველია, ჯანდაცვის სახელმწიფო პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დიდი მოცულობის სამუშაოს დროში განაწილებისა და ვადაში შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: hr@hgh.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გერმანული ჰოსპიტალი გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე