ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 26 თებ
თანდართული ფაილი: 166254-aldagi-tender.zip
სადაზღვევო კომპანია ალდაგი გიწვევთ ქ. თბილისში, ჭავჭავაძის #20 მდებარე ოფისისთვის სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:

** პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2018 წლის 26 თებერვლისა.
** სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
** საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
** საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ ჯერადი ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

სატენდერო წინადადებების მიღება: 26.02.2018
გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა: 09.03.2018
ხელშეკრულების გაფორმება: 19.03.2018

გთხოვთ, გაეცცნოთ თანდართულ სატენდერო დოკუმენტაციას და სრულად შეავსოთ მოთხოვნილი დანართები.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე